|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება დაიწყო

საარჩევნო ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისში მაჟორიტარობის პირველი კანდიდატი დაასახელა. ბლოკმა მაჟორიტარების დასახელება სიმბოლურად, გამარჯვების ოლქიდან დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად აღნიშნული ბლოკიდან როლანდ გიორგაძე იბრძოლებს.

როლანდ გიორგაძე საარჩევნო ბლოკში შემავალმა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ წარადგინა.
"სიმბოლურად დავიწყეთ გამარჯვების ოლქით. გამარჯვების მოედანზე გამარჯვების იმედებით ვიწყებთ. უნდა დამთავრდეს ქუთაისის საკრებულოში ერთპარტიული მმართველობა," - განაცხადა გოგი წულაიამ.    
გამარჯვების უბნის მკვიდრი, პროფესიით იურისტი, როლანდ გიორგაძე 1998 და 2002 წლების მოწვევის ქუთაისის საკრებულოს წევრი გახლდათ, "ლეიბორისტული პარტიიდან".
"ჩვენ მოვდივართ ქუთაისის სიყვარულით. ქუთაისელებს დავუდგებით გვერდით და ერთად გავიმარჯვებთ," - განაცხადა როლანდ გიორგაძემ.     

ავტორი: დეა მანაგაძე