"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში მაჟორიტარობის მორიგი კანდიდატი წარადგინა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ნატალია ბაბუხადია დაასახელა. ნატალია ბაბუხადია პროფესიით ექიმია და აღნიშნული უბნის მკვიდრია.
ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ წარადგინა. თევდორაძის თქმით, ნატალია ბაბუხადია პარტიაში ახალი გაწევრიანებულია და მას ამ დრომდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია.
"ქალს უკეთესად შეუძლია უბანში არსებული პრობლემების ადრესატამდე მიტანა, ვიდრე მამაკაცებს," - განაცხადა გია თევდორაძემ.
თავად ნატალია ბაბუხადია აღნიშნავს, რომ პროფესიიდან გამომდინარე უბანში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"ამ უბანთან ყოველდღიური შეხება მაქვს. აქ არსებული სოციალური და ჯანდაცვითი პრობლემები ჩემთვის ნაცნობია. გავაგრძელებ იმ კარგ ტრადიციებს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა," - აღნიშნა ნატალია ბაბუხადიამ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა