ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შესახებ შეტყობინება ქუთაისის სახანძრო–სამაშველო სამსახურში დილის საათებში შევიდა.
ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა არავინ არ ცხოვრობს და სახანძრო სამსახურს მეზობლებმა მიმართეს.
როგორც სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ხანძარი ბინაში გარედან შეყვანილი ბუნებრივი აირის მილიდან გაჩნდა. მათივე თქმით, გამოძახება დროული იყო და ხანძრის ლოკალიზებაც ადვილად მოხდა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა