|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განხეთქილება ქუთაისელ "პარტიოტებში" - შტაბის წევრები პარტიას ემიჯნებიან

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის სააარჩვენო შტაბი, ხელმძღვანელმა  გოგიტა გოგელაშვილმა დატოვა. გოგელაშვილის განცხადებით, მისთვის პარტიის იდეოლოგია მისაღებია, თუმცა, პროპორციული და მაჟორიტარების სია მიუღებელი აღმოჩნდა. მისივე განცხადებით, "პარტიოტების" საარჩევნო შტაბი კიდევ 14-მა წევრმა დატოვა.

შტაბის  ყოფილი უფროსის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიები "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. მისი თქმით, პარტიის სიის ფორმირება ახლი სახეებით უნდა მომხდარიყო.  
"მისახედია პარტიის ქუთაისის ორგანიზაცი, რომელიც ყოფილი "ნაციონალების" ძველი სახეებით არის წარმოდგენილი და ეს სახეები არ უნდა მოხვდნენ სიებში. მოვუწოდებ დავით თარხან-მოურავს და სოსო მანჯავიძეს გადახედონ ამ სიებს, რათა საკრებულოში შესვლის შემდეგ ამ პირებმა იგივე თამაში არ გააგრძელონ," -აცხადებს გოგიტა გოგელაშვილი.
გოგელაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიული სიების შედგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნული სიები პარტიის ლიდერებმა, გოჩა თევდორაძემ და კახა ნემსიწვერიძემ შედგინეს.
"იმ ადამიანებით, ვინც სიებში არიან, პარტიას სახელი შეელახება," - აცხადებს გოგელაშვილი.
გოგელაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციაში. პარტიის პრეს-სამსახურის განმარტებით, საარჩევნო შტაბი ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა და გოგიტა გოგელაშვილს შტაბის უფროსის თანამდებობა არ ეჭირა. პარტიაში გოგიტა გოგელაშვილს შეახსენებენ, რომ თავადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და ყოფილი პრეზიდენტის სიმპათიებით სარგებლობდა.
გოგიტა გოგელაშვილის განცხადებით, კი იმ შემთხვევაში თუკი პარტიის საარჩვენო სიები არ გადაიხედება, ის პარტიას საერთოდ დატოვეს და სხვა ძალას შეუერთდება.
"ნაციონალურ მოძრაობას" გამოვრიცხავ. თუკი მესამე ძალა არ გამოიკვეთება, შესაძლებელია, "ქართულ ოცნებას" შევუერთდე," - აცხადებს გოგელაშვილი. 

ავტორი: დეა მანაგაძე