|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელი გოგი წულაია საპატრულო პოლიციამ დააკავა

საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელი გოგი წულაია ამ წუთებში საპატრულო პოლიციამ დააკავა.წულაია მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქუთაისიდან ბაღდათის მიმართულებით გადაადგილდებოდა.დაკავების მიზეზი გახდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.„გოგი წულაია საღორიაზე გადაადგილდებოდა  თბილისის გზა დახვდა გადაკეტილი ,არ უშვებდნენ მანქანებს. გოგი გადავიდა და შეეცადა გაერკვია პოლიციასთან, თუ  რატომ არ უშვებდნენ  მანქანებს და როგორც ჩანს  ეს ჩათვალა პოლიციამ წინააღმდეგობად. გოგი წულაია ტარზანი არაა პოლიციას შებმოდა", -აღნიშნავს ამავე ბლოკის წარმომადგენელი ზვიად წაქაძე.

წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
„ ჩვენი პარტიის შეფასებით ეს ყველაფერი პოლიტიკურ ზეწოლას გავს, რადგან  ხვალ ვაპირებდით იუსტიციის სახლთან აქციის გამართვას და როგორც ჩანს ტელეფონს უსმენენ და ამით გაიგეს აქციის შესახებ. ამ დაკავებით ალბათ  შეეცადნენ ეს აქცია არ ჩატარებულიყო“, - აღნიშნა წაქაძემ  

ავტორი: ნიუპრესი