|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარლამენტის ტერიტორიაზე თანასწორობის ხეივანი გაშენდა

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის ხეივანი გაშენდა. პარლამანტთან 50 ძირი ნეკერჩხალი პარლამენტარმა ქალებმა და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დარგეს. ხეივანის გაშენების ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "გენდერული თანასწორობის ქსელია".

"ხეივანი სიმბოლურად გაშენდა 50 ძირი ნეკერჩხლით. ამ ჟესტით გვინდოდა გვეხილა თანასწორობა საქართველოს პარლამენტში. ქალები და მამაკაცები გვსურს რომ წარმოდგენილნი იყვნენ 50/ 50", -  განაცხადა გენდერული თანასწორობის ქსელის იმერეთის კოორდინატორმა, დავით ლიკლიკაძემ.

აღნიშნულ ინიციატივაში ქუთაისის მერია  და საკრებულოც ჩაერთო. გენდერული თანასწორობის ქსელის ინიციატივით, მსგავსი ხეივანის გაშენება საქართველოს ყველა რეგიონში მოხდება. 

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა