|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაურეგისტრირებელ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლების მოპოვება 28 მაისამდე აქვს

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 

მონაწილეობის მისაღებად, საცხოვრებელი მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩეველებმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2014 წლის 28 მაისამდე უნდა მიმართონ.

სააგენტოს ასევე, უნდა მიმართონ იმ პირებმა, ვისაც ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს, მაგრამ  საცხოვრებლი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი არიან ან რომელთა რეგისტრაცია  ძალადაკარგულად გამოცხადდა.

აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებმა სააგენტოში თავიდან უნდა გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ თავიანთი ფაქტობრივი მისამართი და გადაიღონ ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. 

ავტორი: დეა მანაგაძე