ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი - კორპუსების გადახურვის პრობლემა წელს მთლიანად მოგვარდება
ქუთაისში პროგრამა „კორპუსის“ ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტს მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური ახორცილებს. როგორც მერიაში აცხადებენ, გათვალისწინებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობაში ხელშეწყობა და განვითარება.
"პროგრამის ფარგლებში
იგეგმება 6320,0 ათასი ლარის ღირებულების გადასახური ჰიდროსაიზალაციო მასალის მინაქსოვილზე
ნაფხვენით, გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთერთა
ამხანაგობებისათვის," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა
დღეს დადიანის ქუჩის #53- 59-ში გადასახური მასალების დარიგების პროცესს თავად დაესწრო,
როგორც მიქიაშვილმა განაცხადა წელს ქუთაისში მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვის
პრობლემა მთლიანად მოგვარდება.
ავტორი: ნიუპრესი