|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უწყლობა ქუთაისში - წყაროებზე რიგია (ფოტო)

ქუთაისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა სასმელი წყლისთვის წყაროებზე დადის, სადაც მათ რიგში დგომა უწევთ.


წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქში წყლის მიწოდება რამდენიმე დღით სამ მუნიციპალიტეტში იყო შეზღუდული და ამის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ქონდათ გავრცელებული.
"ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ რეზერვუარში დიდი დიამეტრის მილის გადაბმა უნდა მომხდარიყო, რის გამოც წყლის მიწოდება შეიზღუდა სამ მუნიციპალიტეტში. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რაც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. წყლის მიწოდება სამივე მუნიციპალიტეტში ერთ საათში აღდგენა," - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.

ავტორი: დეა მანაგაძე