|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი - ხელმძღვანელის დაბრუნების მოთხოვნის პრეცედენტი თითქმის არ მახსოვს

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომლები, ყოფილი მმართველის როზა დვალიშვილის თეატრში დაბრუნებას ითხოვენ.  საამისოდ ხელმოწერებს აგროვებენ.  აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი როზა დვალიშვილი.

"მას შემდეგ,რაც მათ მიიღეს დასტური თანამშრომლების ხელმოწერებით, დამიკავშირდნენ და მითხრეს: თქვენ ბედნიერი ხართ იმის გამო რასაც ჩვენ ვისმენდით თითოეული მათგანისაგან, ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და სითბოთი გაჯერებული სიტყვები...რა შედეგიც არ უნდა დადგეს, მე ყოველივეს გამო მორალურად ბედნიერი ვარ და ჩემთვის მორალური ყოველთვის უმთავრესია", - აღნიშნავს როზა დვალიშვილი.

როზა დვალიშვილის თქმით ყოფილი დირექტორის დაბრუნების მოთხოვნის პრეცედენტი თითქმის არ არსებობს. "თეატრიდან ხელმძღვანელებს უმეტეს შემთხვევაში უშვებენ და დაბრუნების მოთხოვნის პრეცედენტი თითქმის არ მახსოვს", - აღნიშნავს როზა დვალიშვილი. 

როზა დვალიშვილმა ოპერის თეატრის მმართველის პოსტი 2013 წელს დატოვა. ამავე წელს ოპერის თეატრის დირექტორის პოზიციაზე ხატია ვედმედევა დაინიშნა. ეს უკანასკნელი კი  ერთი კვირის წინ გათავისუფლდა სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის განცხადების საფუძველზე. ამ დრომდე ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი