ქუთაისში მომხმარებელთა დახმარების ცენტრი ამოქმედდა
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს
ქუთაისის ოფისში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის
დახმარებით ფუნქციონირება დაიწყო მომხმხრებელთა
დახმარების ცენტრმა.
ცენტრის მიზანია სურსათის მომხმარებელთა დახმარება
მათი უფლებების დასაცავად.
როგორც ცენტრში აცხადებენ, სურსათის მომხმარებელთა
დასახმარებლად კონსულტაციების გაწევა მოხდება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.
„კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონით (570105573),
ელფოსტით(momxmarebeli.kutaisi@greens.ge) და ოფისში (ქუთაისი, გალაკტიონ ტაბიძის 28)
სურსათთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის სამართლებრივი
პროცედურების შესახებ, საჩივრების გამოკვლევა, დარღვევების აღმოჩენილი ფაქტების შესახებ
ინფორმაციის გავრცელება, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ წარმოებულ ადვოკატირების
კომპანიაში მონაწილეობა,“ - აცხადებენ მომხმარებელთა დახმარების ცენტრში.
ავტორი: ნიუპრესი