|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დარიალის ხეობაში 15-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

დარიალის ხეობაში, მთის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანებიდან მაშველებმა 15-მდე მათგანი ცოცხალი ამოიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამი თურქი მუშის დაღუპვის შესახებ, ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
დღეს დარიალის ხეობაში მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სამი თურქი მუშა, რომლებიც "დარიალი ჰესის" მშენებლობაზე მუშაობდნენ.
დარიალის ხეობაში მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა. 
წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი