"ბენზინი გამომელია, 2 ლარი მაკლია" - "ბიზნესის" ახალი ტენდენცია ქუთაისში (ფოტო)
ქუთაისის ქუჩებში ფულის შესაგროვლებლად დახმარების თხოვნის ახალ ხერხეს მიმართეს. ქალაქში "ბიზნესის ახალი ტენდენციის" ამსახველი ფოტო ქუთაისელმა სტუდენტმა, ანი ლიპარიშვილმა მოგვაწოდა. სტუდენტის ამბობს, რომ ფოტო იმ დროს გადაიღო, როდესაც შუქნიშანთან გაჩერებული მაქანების მძოლებს მამაკაცი ფულს საწვავისათვის სხოვდა. ლიპარიშვილის თქმით, მოგვიანებით გააკრვია, რომ მამაკაცის მიერ საწვავისათვის ფულის თხოვდა, ერთგვარ ბიზნესს წარმოადგენდა.
შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ამ კაცს მივუახლობდი, მამაოს ესაუბრებოდა და გავიგონე სიტყვები: "შვილო, თანხა არ მაქვს, საწვავს გადმოგისხამ, ოღონდ აქ ცუდათ ვდგევარ, წინ გავაჩერებ! (მამაომ მანქანა გააჩერა.)
მამაკაცი შებრუნდა და სხვა მანქანის მძღოლს დაუწყო საუბარი.
მე მივუთითე, რომ მამაომ მანქანა გაუჩერა! პასუხი ასეთი იყო: – "სად ექნება მამაოს ფული, ცოდვაა წავიდეს!".
მაღაზიაში შევედი, იქ მყოფი ტაქსის მძღოლი მეძახის: - შვილო ამ კაცს ბიზნესი აქვს, მისი ტექსტი უცვლელია: - "ბენზინი გამომელია, მანქანა გამიჩერდა და 2 ლარი მაკლია, ხომ არ გექნება რამე თანხა სახლამდე, რომ მივიდე!", " - ყვება ანი ლიპარიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი