|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის სურს ქუთაისის მერობა? - საოლქო კომისიაში 7 კანდიდატია რეგისტრირებული

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებისთვის, ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისათვის ქუთაისის მერობის მსურველი 7 კანდიდატი დარეგისტრირდა.

#59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულ ქუთაისის მერობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:
#1 მაგდა გაბრიჩიძე – ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)"
#3 თეიმურაზ შაშიაშვილი – ნინო ბურჯანაძე– ერთიანი ოპოზიცია
#5 გიორგი თევდორაძე – ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
#8 ალექსანდრე კეზევაძე – "დავით თარხან–მოურავი – საქართველოს პარტიოტთა ალიანსი"     
#9 ხათუნა მაჭავარიანი – ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს"
#20 ირაკლი კიკვაძე – "შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
#41 შოთა მურღულია – ბლოკი "ქართული ოცნება"

მერობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 22 მაისს იწურება.

ავტორი: დეა მანაგაძე