"სამართლიანი არჩევნები" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ასახელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნების" ქუთაისის რეგიონულმა ორგანიზაციამ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში ქუთაისის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" წარადგინა. ანგარიში მიმიდინარე წლის 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7 ფაქტი, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 1, სავარაუდო მოსყიდვის 6, წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის 1 და საკადრო ცვლილების 1 ფაქტი გამოავლინა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტად ორგანიზაცია თვითმმართველობებში მასიურად განხორციელებულ საბიუჯეტო ცვლილებებს აფასებს. ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტად დასახელდა ქუთაისში, ექიმებისთვის ხელფასების მომატების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული დაპირება, ფოთში განახლებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის ზრდა.
"სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს, არ მოხდეს ისეთი
პროექტების ინიცირება, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა