საარჩვენო გენდერული დისბალანსი "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილი მონაწილე კანდიდატების გენდერული ბალანსი დარღვეულია.
ანგარიშის მიხედვით,რომელიც 20 აპრილიდან 11 მაისამდე პერიოდს მოიცავს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული 12 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატიდან არც ერთი არაა ქალი, ხოლო ქუათაისში 10 მაჟორიტარობის კანდიდატიდან, ქალი მხოლოდ სამი მათგანია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული თბილისის 25 მაჟორიტარიდან 22 მამაკაცია, ხოლო 3 - ქალი. ამავე პარტიის სახელით წარმოდგენილი 12 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატიდან არც ერთი არაა ქალი, ხოლო გამგებლობის კანდიდატებიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა.
რაც შეეხება უბნის მაჟორიტარებს, ამ დროისათვის ქუთაისში "ნაციონალებმა" მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ქალის კანდიდატურა დაასახელეს.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა