ქუთაისელი "ლეიბორისტები" - საზოგადოებას სხვა არჩევანი არა აქვს
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციამ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტია ქუთაისის ათივე სამაჟორიტარო ოლქში წარადგენს დეპუტატობის კანდიდატებს.
„დღეიდან ვაცხადებთ შეხვედრების გეგმას, რა პერიოდულობით შევხვდებით უბნებში ამომრჩევლებს. მიგვაჩნია, რომ დღეს სხვა არჩევანი საზოგადოებას არა აქვს. სხვა დანარჩენი პარტიებიდან კანდიდატები ნამყოფია ხელსუფლებაში და ყველა ნაცადია. განვლილი 20 წლიანი პერიოდი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ ამომჩველი გვენდოს“, - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორიმა, სამსონ გუგავამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანიდიდატმა
ირაკლი კიკვაძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რა მიმართულებითაც აპირებს მუშაობას
მერად არჩევის შემთხვევაში.
„ჩვენი მიზანია ქუთაისი გავაცოცხლოთ და გავატაროთ სწორი
სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და ჯანდაცვა არის ნომერი პირველი პრიორიტეტი, რადგან
ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. სერიოზული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ
ამ კუთხით“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
პრეზენტაცია ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ილია ჭავჭავაძის
ძეგლთან მოხდა. გუგავას თქმით ეს ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან “ჩენი
სლოგანია „სიმართლე დაუმარცხებელია“, ილიაც სიმართლის გზას ადგა და ჩვენც ამ გზას
ვადგავართ, არასდროს მოგვიტყუებია ამომრჩეველი, სულ ვამბობდით სიმართლეს. ამიტომ, ამომრჩეველმა ეს უნდა დაგვიფასოს და გვენდოს“, - აღნიშნა სამსონ გუგავამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის მაჟორიტარობის კანდიდატთა სია კი ასე
გამოიყურება: ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი
სამსონ გუგავა, ქალაქ- მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი - მერაბ ჭუმბურიძე, საფიჩხია - გივი გურეშიძე, გამარჯვება - მაია ხელაძე, უქიმერიონი - რაინდი ჩაჩავა, ძელქვიანი ფირან ხურციძე, ნიკეა - ცაბაძე ნელი, ავტომშენებელი - ღვინიანიძე გიორგი კახიანოური -ნუგაზარი ლომაშვილი, სულხან საბა - გივი გურაბანიძე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი