გია თევდორაძე - საარჩევნო კომისიის წევრებს და მოსახლეობას აშინებენ
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში დღეს გამართულ
ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა, გია თვედორაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში „ქართული
ოცნების“ სხვადასხვა შტაბში მიმდინარეობს საარჩევნო კომისიის წევრების დაბარება. ისევე, როგორც მსგავსი ფაქტები ხდება წყალტუბოში.
„საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნებზე წარდგენილ
კომისიის წვერებზე. ამ დროითვის არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე მიდის საუბარი კომისიის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თავად საოლქო საარჩევნო კომისია არ არის
ამ პროცესებში ჩართული. უახლოეს დღეებში მეტ კონკრეტიკაზე ვისაუბრებ,“ - აცხადებს გია
თევდორაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მამუკა საღარეიშვილი აცხადებს, კოორდინატორებისა და საარჩევნო კომისიის წევრების დაშინებას ადგილი აქვს წყალტუბოშიც. მისი თქმით, სამმა წევრმა უარი განუცხადათ მათი პარტიის სახელით კომისიის წევრობაზე. საღარეიშვილის ინფორმაციით, წყალტუბოში ბოლო კვირეების განმავლობაში გაათავისუფლეს 7 სოფლის რწმუნებული.
პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიის წევრებზე ზეწოლის და დაშინების გარდა, სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული რუსურსის გამოყენებას, ასევე, ქუთაისში ზეწოლა მიმდინარეობს მართვის ტერიტორიული
ორგანოების ხელძღვანელებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე.
„ყველანი არიან ზეწოლის ობიექტები ადგილობრივი თითმმართველობისა და შტაბის მხრიდან, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესებში და აგიტაციაში. გარდა ამისა, ქუთაისში, ნიკეა-ვაკისუბნის უბანში ჩვენთან შევხედრაზე მოსახლეობა არ გამოვიდა იმ მიზეზით, რომ ძალოვნების მხრიდან მოხდა მათი დაშინება" - აცხადებს თევდორაძე.
გია თევდორაძე ხარაგაულში მიმდინარე პროცესებზეც საუბრობს
და აცხადებს, რომ ადგილი აქვს შტატების გაზრდას. თევდორაძის განცხადებით, მოხდა 3 ადამიანის სამსახურში აყვანა, 3 თვით, ნერგების დამრგველის შტატზე, რომლებიც რეალურად "ქართული ოცნების" კანდიდატის
მხარდამჭერები და კოორდინატორები არიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდეს ხელისუფლებას ყურადღება გაამახვილონ წინასაარჩევნო დარღვევებზე, რათა არჩევნები ჩატარდეს თანაბარ პირობებში და არ მოხდეს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენება. ასევე, პარტია მიმართავს უწყებათა შორის კომისიას, დროულად გამოიძიონ მათ მიერ დაფიქსირებული ფაქტები.
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში კი აცხადებენ, რომ "ნაციონალების" ბრალდებები სისულელეა.
"რა სისულელეა. ჩვენ არც ადმინისტრაციულ რესურსს ვიყენებთ და არც მსგავს სისულეებს ვაკეთებთ," - აცხადებს "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულბელი, კოტე ლომიძე.
ავტორი: ნიუპრესი