მენინგიტის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გუშინ საქართველოში ენტეროვირუსული მენინგიტის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ყველა შემთხვევა სკოლამდელ და სკოლის ასაკის მოზარდებს აღმოაჩნდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად მენინგიტის უკვე 113 შემთხვევაა რეგისტრირებული. როგორც ზახაშვილი განმარტავს, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.
მენინგიტით დაავადებულები ძირითადად იაშვილის სახელობის კლინიკასა და ინფექციურში მკურნალობენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა