ქუთაისში "ნაციონალებმა" მაჟორიტარობის კანდიდატად იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი წარადგინეს
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ უქიმერიონის ტერიტორიულ ორგანოში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად პროფესიით ეკონომისტი, ამირან ძოწენიძე წარადგინა.
როგორც თევდორაძემ განაცხადა, ამჯერად ქუთაისში არაფერი კეთდება და “ნაცმოძრაობა” შეძლებს ქალაქის ამუშავებას.
“ქუთაისში არაფერი კეთდება, ქალაქი გაჩერებულია. თითოეულს მოგიწოდებთ, რომ ამ ფაქტზე
ნუ დახუჭავთ თვალებს. ჩემთვის მთავარი მტკივნეული თემა საქართველოს პარლამენტია. ქუთაისიდან
პარლამენტი არ უნდა გადავიდეს, ასევე წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს," - განაცხადა თევდორაძემ კანდიდატის წარდგენისას.
თევდორაძის განცხადებით, ამირან ძოწენიძეს აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება. "ის არამარტო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, არამედ მისი პოლიტიკური აქტივობა ეროვნული მოძრაობიდან მოდის. იგი გახლდათ ქალაქის
მერის მოადგილე, ასევე გუბერნატორის მოადგილე, რამაც გარკვეული გამოცდილება შესძინა
მას. ამირანი ამ უბნის ღვიძლი შვილია, ამ უბანში
გაზრდილი კაცი რომელსაც უქიმერიონის უბანი ქვია. მე იმედი მაქვს რომ ღირსეული შედეგი
გვექნება ამ კონკრეტულ უბანში, “- განაცხადა თევდორაძემ.
„უქიმერიონი ჩემი
უბანია. მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ის პრობლემები რაც მათ წინაშე დგას ჩემი
პრობლემაც არის. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ პარლამაენტი აუცილებლად უნდა
დარჩეს ქუთაისში. წყლის პრობლემა და ასევე გზების რეაბილიტაცია, რაც დაწყებული იყო ჩვენი
ხელსიუფლებაში ყოფნის დროს, მაგარმ ამჟამად შეჩერებულია," - აღნიშნა ამირან ძოწენიძემ.
ავტორი: ნიუპრესი