|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 250 ათასი ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  ნოდარ მიქიაშვილმა ბოტანიკური ბაღის  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული გეგმა წარმოადგინა.

"ერთხელ და სამუდამოდ   ბოტანიკური ბაღი გახდება ქუთაისელებისთვის და არა მარტო მათთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი.  მოწესრიგდება  ყველა ბილიკი, განათება, ორანჟერეა,  მეორე აუზი, ტერიტორია დასუფთავდება. მომავალ წელსაც გაგრძელდება სამუშაოები, რომ ბაღმა მიიღოს ისეთი სახე როგორიც ეკადრება ქუთაისს", - აღნიშნა ნოდარ მიქიაშვილმა.

აღნიშნული პროექტი საპროექტო სამშენებლო კომპანიამ "დიზაინკომპლექსმა" შეიმუშავა.  გამოცხადებულია ტენდერ , რომლის ხარჯებს ქუთაისის მერია რეგიონალური განვითარების ფომდის მიერ ინფრასტრუქტურულ პროოექტებზე განთვალისწინებული თანხებიდან გაიღებს. საუბარია 250 ათას ლარზე.

"ბოტანიკური ბაღის  სახით ქალაქს აქვს დიდი ფასეულობა, რომელსაც მოვლა უნდა. მართალია  მთლიანად შეიცვალა ბაღი, შეიცვალა ქუთაისელების დამოკიდებულებაც მის მიმართ.  ქუთაისმა დაინახა რომ ქალაქს  მართლაც აქვს ბოტანიკური ბაღი", - აღნიშნა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა. 

 ბოტანიკური ბაღი 38 ჰექტარ მოიცავს, აქედან 7 ჰექტარზე მხოლოდ კავკასიური ფლორის უნიკალური ჯიშებია განთავსებული. სულ ბაღში 800 სახეობის ხე და ბუჩქია. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა