|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე - ქუთაისის ყველა უბანში ადამიანებს აბსოლუტურად ბუნებრივი პრეტენზია გააჩნიათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ ნიკეას ტერიტორიულ ორგანოში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად პროფესიით იურისტი კახაბერ გაბუნია წარადგინა.

როგორც თევდორაძემ განაცხადა, ქუთაისის ყველა უბანში ადამიანებს  აბსოლუტურად ბუნებრივი პრობლემა და პრეტენზია გააჩნიათ.

„მათ უნდათ ისევ  გაგრძელდეს ქუთაისში აღმშენებლობის პროცესი. მათ უნდათ, რომ კომუნალური პრობლემები ისევ იყოს სათანადო დინეზე დაყენებული, იმიტომ რომ კვლავ არსებობს უწყლობის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. ჩვენ ვფიქროობთ რომ 15 ივნისს ღირსეული არჩევანის გაკეთების პირობებში, ყველას გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ქუთაისი,“ - განაცხადა თევდორაძემ.

თევდორაძის თქმით, კახაბერ გაბუნია  მათ გუნდის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მრავალნაცადი წევრია. „მან  საკმაოდ დიდი  სამუშაო გამოცდილება მიიღო იმ დროის განმავლობაში, როდესაც იყო თვითმმართველობის თანამშრომელი და არ გაუჭირდება ადაპტირება იმ პრობლემებში, რომელიც გააჩნია ნიკეას მოსახლეობას. ის თავად არის ამ უბნის მაცხოვრებელი და მისთვის ყველა ეს პრობლემა ბუნებრივად ორგანულია და მშობლიური,“ - განაცხადა თევდორაძე.

ნიკეას უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით,  გამარჯვების შემთხვევაში ის ნიკეას მოსახლეობის პრობლემებს მიიტანს ხელისუფლებასთან. „ნიკეა  ჩემი უბანია. მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული.  ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული ამ ადამიანის პრობლემა იქნება ჩემი პრობლემაც და თითოეულ მათგანს დავუდგები გვერდში. მე ვპირდები ნიკეას დასახლების მცოვრებლებს, რომ ის თემები, რომლებიც შეაწუხებს მათ, მიტანილი იქნება ხელისუფლებასთან,“- განაცხადა კახაბერ გაბუნიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა