|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სახალხო პარტია" მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატით იბრძოლებს

"თქვენი მეგობარი საკრებულოში" - აღნიშნული სლოგანით ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას ქუთაისში, ავტოქარხნის სამაჟორიტარო უბანში "სახალხო პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატი, თორნიკე გოქაძე შეეცდება.

პროფესიით იურისტი თორნიკე გოქაძე ყოფილი სამხედროა. თორნიკე გოქაძის თქმით, ავტოქარხნის უბანში მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურის წარდგენა არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო გადაწყვიტა, ხოლო კონკრეტულად "სახალო პარტია" პოლიტიკური საქმინობის გამო აირჩია.
"გავერთიანდით ახალგაზრდები ამ პარტიის სახელით და გვინდა პროტესტი გამოვხატოთ იმ პრობლემების მიმართ, რაც დიდი ხანია არსებობს. "სახალხო პარტია" შეუბღალავი წარსულის პარტიაა და არასოდეს არავისთან გარიგებულა," - განაცხადა თორნიკე გოქაძემ.
"სახალო პარტიის" ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი რიგითი ნომრით 26 იბრძოლებს და გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს ახალგაზრდების დასაქმებას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას ჰპირდება.
"მოგიწოდებთ, ვისაც გაქვთ ჩვენებური ხედვა და ჩვენსავით გული შეგტკივათ, დაგვიჭირეთ მხარი," - განაცხადა თორნიკე გოქაძემ.
ქუთაისში "სახალხო პარტიას" მაჟოროტარობის კანდიდატი მხოლოდ ავტოქარხნის უბანში ეყოლება.
  

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა