|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილთა 68 ოჯახს ბინები გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა

ქუთაისში მცხოვრებ დევნილეთა 68 ოჯახს ბინები გადაეცათ. დევნილებს ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გადასცა.

დევნილებს ბინები გრძელვადიან სარგებლობაში გადეცათ, თუმცა მინისტრის რწმუნებით მალე საკუთრებაშიც გადაეცემათ.

"20 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბინებით დაგვეკმაყოფილებინა  დევნილთა ის ნაწილი რომელთაც დღეს ბინები ერგოთ და ვინც დარჩა მათაც მალე გადავცემთ. მინდა ვისურვო,რომ ეს ბინებნი მაინც დროებითი ყოფილიყოს და თქვენი გადასაწყვეტი იყოს აქ იცხოვრებთ თუ იქ საიდანაც იძულებით მოგვიწია წამოსვლა", - განაცხადა მინისტრმა.

ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულ ყოფილი მუსიკალური სკოლა ინტერნატის შენობაში დევნილებისთვის 20 ერთოთახინანი, 28 ოროთახიანი და 20 სამოთახიანი ბინა გამზადდა. 

"დანარჩენ  დევნილებს მინდა ვუთხრა, რომ სამ ობიექტრში ასეულობით ოჯახს შევიყვანთ უახლოეს მომავალში. სახლისუფლების გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად დავიწყებთ  მრავალსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას დევნილებისთვის, რის შემდეგაც  დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პრობლემა ბოლომდე გადაიჭრება ქუთაისში", - აღნიშნა დარახველიძემ.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია NBG- მ განახორციელა.  პროექტის სატენდერო ღოერბლება 1 158 000 ლარია. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა