|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება

ქუთაისში მიმდინარე წელს დამოუკიდებლობის დღე მერიის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები 12 საათზე ბაგრატის ტაძრიდან დაიწყება, სადაც საახელმწიფო ანსამბლის მიერ "მრავალჟამიერი" შესრულდება, როს შემდეგაც ქართული საბრძოლო ხელოვნების "ხრიდოლის" საჩვენებელი პროგრამა გაიმართება.

ასევე, 12 საათიდან ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება, ხოლო 13 საათიდან ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართრება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და მთავარი კორპუსის ფოიეში უნივერსიტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ასევე, თექის ნამუშევრებისა და ქუთაისის ისტორიული უბნების ამსახველი ფოტების გამოფენა, საბავშვო გასართობი და სპორტული საჩვენებლი პროგრამების ჩვენება გაიმართება.
ცენტრალური ბაღის მიმდებარედ თეთრ კოლონადებთან ქართული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. 
17 საათზე, მოედანზე განლაგებულ ეკრანზე, მაყურებელი ფიცის დადების ცერემონიალს პირდაპირი ეთერით უყურებს.
საზეიმო ღონისძიებები ღია ცის ქვეშ სხვადასხვა შემსრულებლების კონცერტით, სახელმწიფო ჰიმნითა და ფეიერვერკით დასრულდება.    

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა