|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკალათბურთო ნაკრებმა "დინამო" დაამარცხა

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალურ სერიაში მოასპარეზე "დინამო" – "ქუთაისი-2010"-ის მე-3 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, შეხვედრა 89:84 ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა.

ქუთაისელმა კალათბურთელებმა სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს – 2:1. წინ კვლავ "დინამოს" საკალათბურთო გუნდია. შეხვედრაში საუკეთესო მასპინძელთა ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი იყო, რომელმაც 25 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სტუმართა შორის ყველაზე მეტი, 21 ქულა ბესიკ ლეჟავამ დააგროვა. მეოთხე ფინალური თამაში "დინამო" – "ქუთაისი-2010"-ს შორის ხვალ 6 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

სპორტის სასახლეში გულშემატკივართა სრული დასწრება იყო. პოლიციამ ხელი შეუშალა ასობით გულშემატკივართა სასახლეში შესვლას. ისინი მატჩის მიმდინარეობას სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებდნენ თვალს.

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა