|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩაის სახლიდან ლეპტოპები და ველოსიპედი მოიპარეს

ქუთაისში ჩაის სახლი "ფოე ფოე" გაძარცვეს. ძარცვა ღამით განხორციელდა. მოპარულია ორი ლეპტოპი და ველოსიპედი. 

"დილით დაგვხვდა ფაქტი, რომ ჩაის სახლი იყო გატეხილი. წაღებულია ლეპტოპები და ველოსიპოედი, რომელიც ანტურაჟის, დიზაინის ნაწილს წარმოადგენდა. ამჟამად ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას რა ვითარებაში მოხდა ძარცვა, იმედია გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ჩაის სახლის მენეჯერმა ნატალია პატარიძემ.
ჩაის სახლი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა