საზოგადოება "ქუთაისელში" ოთარ ჩიხლაძის იუბილე აღნიშნეს
საზოგადოება "ქუთაისელის" ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ ჩიხლაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ჩიხლაძე ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერის წოდება აქვს. ასევე, ის მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრია.
საღამოს "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ნადირაძე დაესწრნენ.
"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მოვეფეროთ ასეთ ადამიანებს. ბატონი ოთარი ღვაწლმოსილი ქუთაისელია, ჩვენ გვეამაყება, რომ ქალაქში ესეთი კოლორიტი ადამინები გვყავს", - აღნიშნა საღამოზე შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა