|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 26 მაისის აღნიშვნა სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშვანად, ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე (ფალიაშვილის ქუჩა) სამხედრო ტექნიკის გამოფენა მიმდინარეობს. 

26 მაისის აღნიშვნა ქალაქში სწორედ სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ტექნიკასთან ფოტოები გადაიღოს.

"ძალიან მომწონს და კარგია, რომ 26 მაისთან დაკავშირებით ეს შემართება იგრძნობა, რამდენიმე სურათიც გადავიღე," - აღნიშნა ქუთაისში მცხოვრებმა.

"ჩემთვის პატივია, მივულოცო ყველას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. როდესაც ქვეყნის ისტორიაში არის 26 მაისი, ეს არის საუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის განვითარების ის წინაპირობა, რომ ერთად შევძლებთ მონაპოვანის შენარჩუნებას და მომავაში ქვეყნისათვის უკეთესი შედეგის წარმოჩენას", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა