|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ ნაღდი ქართული სული გადაგვარჩენს - დამოუკიდებლობის დღის მილოცვები ბაგრატის ტაძრიდან

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისისა და იმერეთის მხარის პირველმა პირებმა ბაგრატის ტაძრიდან მოიულოცეს დამოუკიდებლობის დღე საქართევლოს მოქალაქეებს.

"ამ ადგილიდან დაიწყო  საქართველოს გაერთიანება, ბაგრატის ტაძარი სიმბოლური ადგილია და მინდა ყველა ქართველს ვუსურვო სანუკვარი ოცნების ახდენა ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანის მშენებლობა", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

ბაგრატის ტაძართან შესრულდა "მრავალჟამიერი", "შავლეგო" და საქართველოს ეროვნული ჰიმნი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და ქუთათელ-გაენათის ეპარქიასთან არსებული ანსამბლ "კვალის ნათელის" შესრულებით, ტაძართან იმყოფებოდნენ, ასევე, ჩოხოსნები.

"პატრიარქმა ილია მეორემ, დიდება მის ჯანმრთელობას, ერსა და ბერს გაერთინებისკენ მოუწოდა. ჩვენ ეს ერთიანობა და ნაღდი ქართული სული გადაგვარჩენს", - განაცხადა ჩოხოსანთა იმერეთ-ქუთაისის სადროშოს ხელმძღვანელმა ლევან როხვაძემ. 

ბაგრატის ტაძარის ეზოში "შავფაროსნებმა" ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი წარმოადგინეს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა