|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი სამსახურში აღდგენას ითხოვს

რამდენიმე დღის წინ  ქუთაისის  მერიაში ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის,  გიორგი შავგულიძის განცხადების   ზეპირი განხილვა  გაიმართა.

 ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ  გიორგი შავგულიძემ   ქუთაისის  მერიას  მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად აღდგენის მოთხოვნით 2014 წლის 09 ოქტომბერს მიმართა.

  გიორგი შავგულიძე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკისდირექტორის თანამდებობიდან  ლიკვიდაციის მოტივით ქუთაისის მერის 2009 წლის 03 სექტემბრის N1412 ბრძანების საფუძველზე  გაათავისუფლეს.

„საია“-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის  გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, ქუთაისის მერია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ბათილად ცნოს ქალაქ ქუთაისის მერის 2009 წლის 03 სექტემბრის N1412 ბრძანება, რის უფლებასაც  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა  მუხლის მე-3 ნაწილი აძლევს.

 როგორც გიორგი ჭიქაბერიძემ „Newpress.ge”  საუბრისას განმარტა, ზემოთაღნიშნული  ბრძანების გამოცემამდე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 05 თებერვლის და 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით/განჩინებით, დადგენილადაა მიჩნეული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განიცადა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რა დროსაც ის გარდაიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მასზე, როგორც უფლებამონაცვლეზე, გადავიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობები.    შესაბამისად, გიორგი შავგულიძის თანამდებობიდან განთავისუფლება დაწესებულების ლიკვიდაციის გამო უკანონოა.

ქუთაისის მერიის მიერ გიორგი შავგულიძის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,  საკრებულოს ყოფილი წევრის  ინტერესებს  სასამართლოში საია- ქუთაისის ფილიალი დაიცავს.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა