|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ

აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დაგვიანების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცდებზე არ გამოცხადდა აბიტურიენტთა 3 პროცენტი. ინგლისურ ენაში გამოცდას სტუდენტობის მსურველთაგან 75 პროცენტი აბარებს.  ინგლისურ ენაში გამოცდა ორ სესიად ტარდება. ქუთაისის სამ საგამოცდო ცენტრში გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პარალელურად მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაშრომების გასწორება. ყველაზე ადრე აბიტურიენტები ზოგადი უნარების შედეგებს გაიგებენ. ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტური დავალებები პასუხებთან ერთად  დღეს 20:00 საათზე გამოქვეყნდება

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა