|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლოცვითი აქცია არასამთავრობოების წინააღმდეგ

აიკრძალოს ანტისასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, - ამ მოთხოვნით დღეს რუსთაველის გამზირზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ოფისთან სხვადასხვა ტაძრების მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი ლოცვითი აქცია გამართეს. 
სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილის, "მართლამადიდებელ მშობელთა კავშირის" თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში გარყვნილების დაკანონებას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, სიცრუეა, თითქოს ისინი საზოგადოების აზრს გამოხატავენ, ასეთი ორგანიზაციები თავიანთი დამკვეთის აზრს გამოხატავენ და წარმოადგენენ უცხო ქვეყნების აგენტურას საქართველოში.
აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვის ტექსტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოითხოვენ უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას, რომელიც მიმართულია ეროვნული ფასეულებებისა და ღირებულების წინააღმდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაციის
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლის ნანა ლობჟანიძის განმარტებით, ორგანიზაცია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა