|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ნაგავსაყრელის მოწყობა აქტიურ ფაზაში შედის

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღნიშნული ნაგავსაყრელისთვის გერმანიის განვითარების ბანკმა 20 მილიონი ევრო გამოყო, რომლის ფარგლებშიც ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს.

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის სამუშაოებზე დღეს ქუთაისის ხელისუფლებამ გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად  იმსჯელეს . ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, პროექტს ხელი 2013 წელს მოეწერა და ახალი ნაგავსაყრელი 2018 წლის ბოლოს გაიხსნება.

„გერმანიის განვითარების ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური შეთანხმების საფუძველზე მომზადდა იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის ანგარიში, რის ფარგლებშიც 20 მილიონი გამოიყო. პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპზე მოხდა ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვითი სამუშაოების წარმოება. მართალია, ნარჩენები ახლაც შედის ნაგავსაყრელზე, მაგრამ არ ხდება მისი დაწვა და მოსახლეობას პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება ახალ ნაგავსაყრელს, მიმდინარეობს სამუშაოები და ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობა. დაცულია 500 მეტრიანი ბუფერული ზონა, ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. ჩვენის მხრივ კი ქალაქში დამატებით მოხდება სპეციალური ტექნიკის და ურნების შეძენა, რომ ნარჩენების შეგროვება და გატანა პრობლემების გარეშე მოხდეს“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

საერთო ჯამში, ნაგავსაყრელი 26 მილიონიანი პროექტის ფარგებში ეწყობა. გერმანიის განვითარების ბანკის გარდა, 2 მილიონი ევრო გრანტის სახით სამეზობლო ინვესტიციის ფონდიდან  (NIF),  4 მილიონს კი ადგილობრივი კონტრიბუციის სახით გამოიყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა