ქუთაისში მოსალოდნელი საფრთხისთვის მზადება იწყება
ქალაქში არსებული მდინარების დასუფთავება და წყალდიდობის შედეგად მოსალოდნელი საფრთხისთვის მზადება იწყება. ქუთაისის მერის ბრძანებით კომისია შეიქმნა, რომელიც ევაკუაციის გეგმას შეიმუშავებს. მათი პირველი დავალებაა, დაათვალიერონ და შეისწავლონ საფრთხის შემცველი მდინარეები; ოღასკურა, რიონი და წყალწითელა.
"ეს კომისია
შეიქნა ქუთაისში არსებული ძალოვანი და სამაშველო ორგანიზაციების მონაწილეობით. მერია შეიმუშავებს გეგმას, როგორ უნდა იქცეოდეს ქალაქი სტიქიის შემთხვევაში. ჩვენ დავდებთ რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება ქალაქმა ნაკლები ზარალი მიიიღოს ასეთ დროს",- განაცხადა
"რიონი, წყალწითელა, ოღასკურა, ეს ისეთი მდინარეებია, რომლებმაც პერიოდულად, იციან ადიდება. იყო შემთხვევები, რომ ადიდებულ რიონს წაუღია სახლები, დაუნგრევია ხიდები. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა კომისიის შექმნა, რომ თავიდან ავიცილოთ სტიქის შედეგები",- აღნიშნა საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილემ ჯონი არაბიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















