|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღების წარმომადგენლები ატესტაციის გადავადებას ითხოვენ

ქუთაისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებმა ააიპ ბაგა-ბაღების  გაერთიანებაში დაწყებული რეორგანიზაცია გააპროტესტეს. სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი ატესტაციას ეწინააღმდეგებიან.

„აქ ის ქალბატონები შეიკრიბნენ, რომლებიც ბაღების საქმიანობაზე აგებენ პასუხს. აქ ვინც არის იმათი საქმიანობით კმაყოფილია ქალაქი. დაახლეობით 9 ათასამდე ბავშვი ჰყავთ ჩაბარებული. ქალაქი მერის ინიციატივით ტარდება რეორგანიზაცია, იგულისხმება შემცირება. საინფორმაციო ბარათში წერია: რეორგანიზაცია შემცირების მიზნით. ამ ადამიანების უკან ოჯახები დგას. შემცირების შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებიან კრედიტორების და შიმშილის წინაშე. ჩვენ ვითხოთ ატესტაცია გადაიდოს ერთი წლით. 2016 წლის 1 ივლისამდე", - განაცხადა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N1 ფილიალის უფროსმა ზაალ ხონელიძემ.

26-ე ფილიალის ხელმძღვანელის თეა კორძაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ატესტაციას ეწინააღმდეგებიან, ეჭვქვეშ აყენებს მათ კომპეტენციას. ის ამბობს: "ჩვენ არ ვართ ატესტაციის წინააღმდეგნი. არის საუბარი, რომ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანიშნულები და მათი მოყვანილები. ჩვენ ატესტაციით დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კომპეტენცია შეესაბამება იმ ადგილს, სადაც ვიმყოფებით. უბრალოდ, ჩვენ ვითხოვთ ვადის გადაწევას",- განაცხადა თეა კორძაძემ.

 ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ რეორგანიზაციის შესახებ რამდენიმე კვირის წინ დაანონსა.


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა