|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ მიქიაშვილი: "ბაღებში რეორგანიზაცია გარდაუვალია"

ბაღებში რეორგანიზაცია გარდაუვალია- ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელი კონკურსის შესახებ ბაღების გაერთიანებები  ინფორმირებული იყვნენ,  რადგან ამის შესახებ  მერი და მერის მოადგილე მერიაში მიმდინარე კონკურსის დროს საუბრობდნენ. "საუკეთესო პერიოდია არჩეული კონკურსისათვის. ბაღებში სწავლა დასრულებულია. გამგეები გაცილებით უკეთ უნდა იყვნენ მომზადებულნი, ვიდრე გარეშე პირები. სანამ სწავლა დაიწყება, ბაღები უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენ ვთავაზობთ ყველას, რომ კონკურსამდე არ გათავისუფლდებიან სამსახურიდან. ვინც გადალახავს ზღვარს გააგრძელებს მუშაობას, ვინც - ვერა,  ვერ გააგძელებს",- განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

 ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაატარებს კონკურსს.  მოსალოდნელი ატესტაციის დეტალები  ცნობილი 1 თვის ვადაში გახდება.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა