ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ქუთაისის მეოთხე შერეული პოლიკლინიკის მედპერსონალს
ახალი დირექტორი დღეს წარუდგინეს. აღნიშნულ
პოსტზე ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ კოტე ქავთარაძემ ირაკლი ბრეგაძე წარადგინა. ბრეგაძე ამ დრომდე „კომპანია „ერამედში“ მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოსტი ვაკანტური ყოფილი დირექტორის ბეჟან მამაგეიშვილის წასვლის შემდეგ გახდა. ოფიციალური ვერსიით, მამაგეიშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, თუმცა თანამდებობიდან მისი წასვლა კლინიკაში აუდიტის სამსახურის შესაძლო შესვლას უძღვოდა წინ.
მეოთხე შერეული
პოლიკლინიკა ქალაქის მერიის ბალანსზეა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















