„ტორპედო“ საფეხბურთო სკოლას აფუძნებს
„ტორპედო“ საფეხბურთო სკოლას აფუძნებს. იგი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე გაკეთდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიაში გამართულ კრებაზე მიიღეს. კრებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია უძღვებოდა. სკოლაში სწავლა ფასიანი იქნება. „აქამდე სტადიონის ტერიტორიაზე არსებობდა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლა, მაგრამ ისინი „ტორპედოს“ არ ეკუთვნოდა. როდესაც სხვა სკოლიდან გვიწევს ბავშვის აყვანა, დადგენილი წესია, რომ აუცილებლად ვიხდით აღზრდა-განვითარების თანხას იმ სკოლის სასარგებლოდ, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გაგვაჩნია. უმჯობესი იქნება ეს თანხა მოხმარდეს სკოლის განვითარებას და აღიზარდონ ისეთი ბავშვები, რომლებიც გამოადგებიან "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არავითარ ფინანსურ მოგებაზე არ გვაქვს გათვლა. ვინაიდან, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს სკოლა იყოს ფასიანი და მშობელი იმ თანხას, რომელსაც შეიტანს „ტორპედოს“ ანგარიშზე, მოხმარდეს მწვთნელებს და საზოგადოდ, სკოლის განვითარებას“, - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ.
საფეხბურთო სკოლა მიღებას აგვიტოში გამოაცხადებს, მოეწყობა პრეზენტაცია.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















