ოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით დეპუტატები სხდომებს ვეღარ გააცდენენ
დეპუტატები სხდომებს ოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით ვეღარ გააცდენენ. რეგლამენტში შესატან ცვლილებებს კანონმდებლები დღეს განიხილავენ. საპატიოდ მხოლოდ მივლინება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ჩაითვლება. მათ ამ შემთხვევაში ექიმის ცნობის წარადგენა მოუწევთ.
როგორც პარლამენტში განმარტავენ, ყველაზე ხშირად სხდომებს დეპუტატები სწორედ ოჯახური მდგომარეობის მომიზებით აცდენენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე წინა თვეში ის დეპუტატები დაასახელა, რომლებიც სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ. მისი თქმით, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტი 101 გაცდენა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კობა ნაყოფიას ჰქონდა. გამცდენ დეპუტატთა ათეულში მოხვდნენ: გიორგი ვაშაძე - 66 სხდომა, დავით ბეჟუაშვილი -74, გოდერძი ბუკია- 91, გიორგი ლიპარტელიანი- 93, რამაზ ნიკოლაიშვილი- 94 , აზერ სულეიმანოვი- 96.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















