ვანში გზების მოწესრიგება მიმდინარეობს
იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. დასრულებული და მიმდინარე პროექტები იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.
პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოწესრიგდა შიდაგზები.
“ასფალტის საფარი დაიგო ტაბიძის,
ბაგრატისა და სააკაძის ქუჩებზეც. წელს მუნიციპალიტეტში გარდა შიდაგზებისა სამუშაოები განხორციელდა სოფლებში მისასვლელ გზებზეც. ერთ კვირაში ჯვარისერი–სალხინოს გზის დაგებაც დაიწყება,
რომელიც 5 სოფელსა და 3000 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის ცენტრთან დააკავშირებს“–განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















