|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის წარმომადგენლები პოლონეთში გაემგზავრნენ

იმერეთის მხარესა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთერთ რეგიონს კუიევსკოპომორსკის შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 18 კაციანი დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა. ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული ახალგაზრდები 10 დღით ქალაქ ტორუნში შემეცნებითგასართობ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

"ქართველი და პოლონელი ახალგაზრდები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების ისტორიას გააცნობენ. ასევე იგეგმება კუიევსკოპომორსკის რეგიონში ღირშესანიშნავი ძეგლების დათვალიერება. მხარეებს შორის ეს პირველი ვიზიტია, რომელიც ახალგაზრდების დაახლოებას უწყობს ხელს",–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

 ქართველ ახალგაზრდებთან ერთად პოლონეთში, კუიევსკოპომორსკის რეგიონის გუბერნატორი და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც გაემგზავრნენ.

დელეგაციის წევრები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცეგუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილეს. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში 4 დღე იმყოფებოდა, მათ საქმიანი შეხვედრები ქონდათ მხარის პირველ პირებთან. რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა