|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში შიდა ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება

ქუთაისში შიდა ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ბეტონის საფარის იგება კოლხეთის ქუჩაზე. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს ლეო ქიაჩელის, ბელინსკის ქუჩის მე-8 შესახვევში, მუსხელიშვილის ქუჩის მე-2 შესახვევში. სამუშაოებს შ.პ.ს ,,geo construction” ახორციელებს. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 780 000 ლარი იხარჯება.
ქალაქში არსებული რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშოები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ,, დროული ტენდერები და სამუშაოს დროული დაწყება, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ტემპი გვაქვს. ჩვენ ასევე ყოველდღიურ მონიტორინგს ვახორციელებთ, რადგან ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა