ქუთაისში ქვეწარმავლებთან საბრძოლველად ცხელი ხაზი ამოქმედდა
ქუთაისში გავრცელებული ინფორმაციას ქვეწარმავლების მსიმრავლესთან დაკავშირებით ქუთაისის მერია განცხადებით ეხმიანება. როგორც მიმართავშია ნათქვამი მერიასა და შ.პ.ს ,,ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც.ეპიდ.ზედამხედველობის სამსახურს“ შორის ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება, რომელის მიხედვით აღნიშნულმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს: ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მოსახლეობიდან შემოსული შეტყობინებებისა და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ქიმიური რეპელენტის გამოყენებით ქვეწარმავლების საწინაარმდეგო ღონისძიებების გატარება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი განხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ქვეწარმავალის დაფიქსირების შემთხვევაში, ქუთაისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს დარეკონ ცხელ ხაზზე - 242651, 243973.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















