|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო მოხელის "პოსტი" განხილვის საგახი ხდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია  ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილის მანანა მანაგაძის მიერ  სოციალურ ქსელში გავრცელებილი სტატუსის გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. ორგანიზაციის წარმომადგენლები პოზიციის დაფიქსირებას ქალაქის მერისგან მოითხოვენ: „მივმართავთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას, რომ გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, ეთანხმება თუ არა  მანანა მანაგაძის ჰომოფობიურ განცხადებას?  აპირებს თუ არა ქალაქის მერი საჯარო მოხელის ამ განცხადების მიუღებლობის შემთხვევაში  მის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებას? ამ საკითხის იგნორირების შემთხვევაში, ან ამ ქალბატონის საჯარო სამსახურში დატოვებით,  ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაცხადოთ- ქუთაისის მერი ჰომოფობია. არ დაგავიწყდეთ ბატონო მერო, 2017 წელს ქუთაისი არის რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ -ერთი მასპინძელი ქალაქი“,- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
თავის მხრივ, მათ უპასუხოდ არც მანანა მანაგაძე ტოვებს. მორიგ "პოსტში" ის აცხადებს, რომ წავიდა ის დრო, როდესაც პარტიის ლიდერები წყვეტდნენ, რას იტყოდა საჯარო მოხელკე და რა სიზმარი უნდა ენახა მას.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა