"ლიტერატურულ სარდაფში" დათო ახლოურს უმასპინძლეს
ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, პოეტ დათო ახლოეურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მან თავისი შემოქმედებიდან ძველი და ახალი ლექსები წაიკითხა. საღამოს მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკის დირექტორი გიზო თავაძე უძღვებოდა.
დათო ახლოურის შემოქმედებაში პატრიოტულ მოტივთან ერთად ადგილი სიყვარულის მოტივზე შექმნილ ლექსებს უჭირავს. "მიყვარს ქუთაისი და ამაღლებულ განწყობაზე ვარ, რომ იმერეთი მასპინძლობს ჩემს შემოქმედებით საღამოს. დიდი სიყვარული დამახვედრა ჩემმა ლიხსაქაურმა დედამ. მინდა ახალგაზდებს მოვუწოდო, ზოგადად ბევრი იკითხონ და უყვარდეთ პოეზია", - აღნიშნა პოეტმა დათო ახლოურმა.
პოეზიის საღამოზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ მის კრებულსაც გაცნობოდნენ. "ყვითელი ფოთლები" - ასე ქვია კრებულს, რომელშიც ავტორმა თავი საკუთარ ლექსებთან ერთად მისადმი მიძღვნილ ლექსებსიც შეიტანა. დათო ახლოური, რომელიც ამავდროულად გორის უნივერსიტეტის პროფესორიცაა, საკუთარი ლექსებით რჩეული კრებულის გამოცემასაც გეგმავს.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















