|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზერბაიჯანში, საფეხბურთო მატჩის დროს, ქართული დროშა დაწვეს

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. საფეხბურთო მატჩზე მისულ  აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: ”Burchali is ancient Azerbaijan land” ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); ”Sarvan no Marneuli”, ”Bostandere No Rustavi” და ”Choruk Gemerli! No Bolnisi!” მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა. 
 აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და  საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც. 
ამ ინციდენტს წინ უძღვოდა  2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".

საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მომხდარ ფაქტებს უარყოფითად აფასებენ და ორი ხალხის დაპირისპირების მცდელობას უწოდებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა