|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დასაქმების ფორუმი  სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა. აქვ იმყოფებიან იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია.  დასაქმების ფორუმში მონაწილეობის  მისაღებად 1300-მდე ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. მათ ვინც  ინტერნეტით ვერ შეძლეს დარეგისტრირება, საშუალება აქვთ ადგილზე გაიარონ რეგისტრაცია. გასაუბრება 3-4 წუთიან ინტერვიუს მოიცავს.  

როგორც სოციალური მომსახურეობის სააგნტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, დასამების მსურველთაგან ნაწილ დღესვე დასაქმებენ. "70 კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება აქ. მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ფორუმია. ღონისძიებაში განათლების და მეცნიერების სამინისტროც მონაწილეობს. ვფიქრობთ, ეს ფორუმი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა",- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

დასაქმების ფორუმი დადებიად შეაფასა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.  მისი თქმით,  თითოეული ადამიანის  დასაქმება მნიშვნელოვანია: "ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა. ამიტომ ეს ფორუმი მნიშვნელოვანია. წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიები და ვიედოვნებთ, 300-მდე ადამინი მაინც დასაქმდება",- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

 დასაქმების ფორუმი ქუთასში დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა