|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რძის პროდუქტზე შეზღუდვები წესდება

2015 წლის 1 აგვისტოდან, რძის მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისთვის რძის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც რძის სექტორს ორი მიმართულებით დაარეგულირებს - ერთი მხრივ, რძის, რძის ნაწარმისა და მისი შემცველი პროდუქტების ეტიკეტირების წესები განისაზღვრება. მეორე მხრივ კი, პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის სავალდებულო პირობები დაწესდება.

თუ კომპანიები პროდუქციას მცენარეული რძის ცხიმის ნედლეულით აწარმოებდნენ, 1 აგვისტოდან, ასეთ პროდუქციას არაჟანს, ხაჭოს, ყველს, იოგურტს ან კეფირს ვეღარ უწოდებენ და შესაბამისად, ვერც ამ სახელწოდებით გაყიდიან.

"ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომლის განუყოფელი ნაწილიც ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება' მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე წვდომის საშუალებას გვაძლევს. ასოცირების ხელშეკრულებაში მთავარი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე გატანილი საქონელი უსაფრთხო და უვნებელი უნდა იყოს. ეს ბიზნესისთვის, გარკვეულწილად, ერთგვარი ტვირთიც იქნება, რადგან ასეთი რეგულაციები დანახარჯსაც გულისხმობს, თუმცა საქონელი კონკურენტუნარიანი გახდება და მაღალ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს, რაც საბოლოოდ, ქართულ ეკონომიკას განავითარებს"-აცხადებს მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. მისი თქმით, რძის პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესება სწორედ  მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა