|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებს 250 ათასი ლარი დაემატა

ბაღებისათვის 250 ათასი ლარი გამოიყოფა,-  ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ განაცხადა. ქალაქის  საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების ცვლილებებს განიხილავენ. 

"250 ათასი ლარი ბაღების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენება.  ახალ სასწავლო წელს ბაღები ახალი ინვენტარით შეხვდება", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.  

ბიუჯეტში ცვლილებები სხვა მიმართულებების მხრივაც განხორციელდა. 40 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამას დაემატა. საფეხბურთო კლუბ  "ტორპედოს" კი  70 ათასი ლარი.  ეკონომიკიდან ტურიზმის სფეროში 15 ათასი ლარი გადავიდა. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში 1მლნ 200 ატასი ლარის ცვლილება შევიდა.  ქუთაისის ბიუჯეტის საერთო  მოცულობა,  კოტე ქავთარაძის თქმით,  70 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა